დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



VisualCV - შექმენით და გაავრცელეთ თქვენი რეზიუმე ინტერნეტში
22 მარ, 2008

VisualCV ახალი ინტერნეტ-პროექტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ და გაავრცელოთ თქვენი რეზიუმე ონლაინ რეჟიმში. Word-ში ან PDF ფორმატში შექმნილ ტრადიციულ რეზიუმესთან შედარებით, VisualCV-ს უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დახმარებით შეგიძლიათ თქვენი რეზიუმე უფრო მრავალფეროვანი და ინფორმატიული გახადოთ - დაუმატოთ მას ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ცხრილები, პრეზენტაციები, შესრულებული ნამუშევრები, დასკანერებული დოკუმენტები და სხვა. VisualCV-ს მულტიმედიური შესაძლებლობები საშუალებას მოგცემთ საკუთარი თავი ეფექტურად წარმოადგინოთ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე VisualCV სხვადასხვა დამქირავებლებისთვის - უბრალოდ გადაუგზავნეთ მათ შესაბამისი ლინკი.

გაიარეთ უფასო რეგისტრაცია და შექმენით თქვენი ვიზუალური CV: http://www.visualcv.com/


« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე