დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



ჯობს.გე მარკეტინგის სახელმძღვანელოში
29 ოქტ, 2007

საქართველოს მარკეტინგის ასოციაციამ ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით ქართულ ენაზე გამოსცა არმსტრონგისა და კოტლერის პოპულარული სახელმძღვანელო მარკეტინგის საფუძვლები. ასოციაცია ამ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე გამოცემის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.

სახელმძღვანელო იმით გამოირჩევა, რომ ყოველი თავის ბოლოს ჩანართის სახით შეიცავს ქეისებს რიგ ქართულ კომპანიებზე. ერთ-ერთი ამგვარი ქეისი ეხება ჯობს.გე-ს, როგორც წარმატებული ინტერნეტ-ბიზნესის მაგალითს. ქეისი, რომლის სახელწოდებაა მოხალისეობიდან ბიზნესამდე, (სრული ტექსტი იხილეთ აქ: jobs-ge-featured-in-marketing-manual.pdf) აღწერს www.jobs.ge ვებ-გვერდის შექმნისა და განვითარების ისტორიას და მისი წარმატების მიზეზებს.

საქართველოს მარკეტინგის ასოციაცია იმედოვნებს, რომ სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს მარკეტინგის სფეროს პოპულარიზაციას ქვეყანაში და მარკეტინგის ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას. სახელმძღვანელოს შეძენა შესაძლებელია თბილისის თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ მარკეტინგის ასოციაციას ამ ვებ-გვერდის საშუალებით: http://www.geomarketing.ge/


« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე