დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



ადამიანი, რომლის საქმიანობამაც მსოფლიო HR ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. 31 მაისს თბილისში!
17 აპრ, 2013

ანემი რესი, eBay-ს ყოფილი ადამიანური რესურსების დირექტორი, 31 მაისს თბილისში 1 დღიან ინტერაქტიულ ტრეინინგს გამართავს.

"შემიძლია გითხრათ, ეჭვგარეშეა, რომ ანემი რესი ევროპის წამყვანი HR ექსპერტია. საკუთარი ინოვაციური სტრატეგიებით მან eBay-ში მიაღწია თანამშრომელთა 98%-იან კმაყოფილებას. მოხარული ვარ, რომ იგი დაგვთანხმდა თბილისში სტუმრობას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ინტერაქტიული სემინარი და გამოცდილება დაეხმარება რეგიონულ HR პროფესიონალებს, მიიღონ ინფორმაცია უახლესი მიმდინარეობების შესახებ და ასევე დანერგონ ისინი საკუთარ ყოველდღიურ საქმიანობაში" - ამბობს კოსტა პეტროვი, P World-ის წარმომადგენელი.

ანემი საკუთარ გამოცდილებას,რომელიც eBay-ში და Skype-ში მიიღო, ქართველ კოლეგებს გაუზიარებს. სემინარი დაიწყება დისკუსიით ადამიანების განვითარებასა და ტალანტების მენეჯმენტზე. დღის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი თემები: რეკრუტინგი, მოტივაცია, ადამიანური რესურსების მართვა და ა.შ.

8 წლის განმავლობაში ანემი რესი იყო eBay-ს ადამიანური რესურსების საყოველთაო ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში მას წამყვანი პოზიცია ეკავა Skype-ში. ამჟამად იგი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და ატარებს ტრენინგებს საკუთარი კოლეგებისათვის. ანემი არის კომპანია Purple Beach-ის დამფუძნებელი, რომელიც ახალი ინოვაციური HR კონფეციის პრეზენტაციისთვის ემზადება.

ინტერაქტიული ტრეინინგის ორგანიზატორია P World-ი, რომელმაც 2012 წლის ნოემბერში საქართველოში პირველი მარკეტინგული ღონისძიება Marketing Kingdom ჩაატარა. ღონისძიების მარკეტინგული პარტნიორია Marketer.ge. ღონისძიების სტრატეგიული პარტნიორია Jobs.GE.

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: Annemie Ress თბილისში!

« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე