დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



ახალი დიზაინი, ახალი ფუნქციები
17 ოქტ, 2012

ჯობს.გე-ს არსებობის მანძილზე, 1998 წლიდან, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა "ოქროს შუალედი" საიტის ფუნქციონალურობასა და სიმარტივეს შორის. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში www.jobs.ge სადა და მოხერხებული დიზაინით გამოირჩეოდა. დღეს, როდესაც ჩვენი საიტის დიზაინი იცვლება და მას რამდენიმე ახალი ფუნქცია ემატება, ჩვენ მთავარი პრიორიტეტი კვლავ მისი მოხმარების სიმარტივეა.

ახალი დიზაინის ფარგლებში შეიცვალა ჩვენი კომპანიის ლოგოტიპი და საიტის ფერი. რაც შეეხება ფუნქციონალურ მხარეს, საიტს დაემატა ძებნის ფუნქცია. ახლა შეგიძლიათ აწარმოოთ:

(ა) ძებნა ყველა განცხადებაში, ნებისმიერი საკვანძო სიტყვით (გამოიყენეთ მხოლოდ ძებნის გრაფა, სხვა ოფციების გარეშე);
(ბ) ძებნა მხოლოდ კონკრეტული ტიპის განცხადებებში (აირჩიეთ განცხადების ტიპი, მაგალითად "ვაკანსიები", მენიუში "ყველა განცხადება" და გამოიყენეთ ძებნის გრაფა);
(გ) ძებნა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში (აირჩიეთ სასურველი რეგიონი მენიუში "ნებისმიერ ადგილას" და გამოიყენეთ ძებნის გრაფა);
(დ) ძებნა მხოლოდ კონკრეტულ კატეგორიაში (აირჩიეთ სასურველი სფერო მენიუში "ყველა კატეგორია" და გამოიყენეთ ძებნის გრაფა).

ასევე, შეგიძლიათ სხვადასხვა მენიუს კომბინირება, მაგალითად, მოიძიოთ მხოლოდ ვაკანსიები, მხოლოდ იმერეთის რეგიონში, მხოლოდ ფინანსურ სფეროში. ასევე, შეგიძლიათ ძებნისას გამოიყენოთ დამატებითი ოფციები - ეძებოთ მხოლოდ ქართულენოვან განცხადებებში, მხოლოდ ხელფასიან განცხადებებში და მხოლოდ განცხადებების სათაურებში.

მაგარია.

« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე