დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



"ინსორსი" - ახალი კომპანია საქართველოს დასაქმების ბაზარზე
7 დეკ, 2011

"ჯობს.გე"-ს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე კლიენტებს ჩვენთვის არაერთხელ მოუმართავთ თხოვნით, რომ მათთვის სასურველი კადრი შეგვერჩია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს მომსახურება არ გვქონდა, იგი მუდამ იყო ჩვენი კომპანიის ინტერესის ობიექტი.

სწორედ ამან განაპირობა "ჯობს.გე"-ს ჩართვა ახალ პარტნიორობაში, რომელმაც 2011 წლის სექტემბერში საფუძველი დაუდო კომპანიას "ინსორსი". კომპანიის დამფუძნებლები არიან მედეა ტაბატაძე, ნინო ოხანაშვილი და ლექსო ხუბულავა.

"ინსორსი" გამორჩეულად ხარისხიანად და უმცირეს ვადებში ახორციელებს ნებისმიერი რესურსის/კადრის მოძიებას სხვადასხვა პროფილის კომპანიებისთვის, რასაც უზრუნველყოფს "ინსორსის" დამფუძნებლების მინიმუმ 11 წლიანი გამოცდილება პროფესიონალების შერჩევასა და დასაქმებაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ 4 თვის წინ დაფუძნდა, იგი წარმატებით თანამშრომლობს მსხვილ თუ საშუალო კომპანიებთან და შედეგი საუკეთესოა - 4 თვის განმავლობაში "ინსორსმა" 142 წარმატებული პროექტი განახორციელა მხოლოდ შერჩევის მიმართულებით.

"ინსორსი" ასევე წარმატებულია კომპანიის საჭიროებაზე და სტრატეგიაზე მიმართული ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ეფექტურად მართვაში. პროფესიონალების გუნდს შეუძლია შექმნას "დამატებითი ღირებულება" საუკეთესო შედეგებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით. "ინსორსის" გუნდმა ამ მიმართულებითაც წარმატებულად განახორციელა 5 პროექტი.

"ინსორსის" გუნდი მზად არის თანამშრომლობისთვის, შერჩევის, ტრენინგების, შესრულების მართვის, კომპენსაციის მართვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი პრეზენტაცია: http://jobs.ge/insource-pres.pdf

« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე