დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



დააწკაპუნე ვარსკვლავზე, მონიშნე განცხადება
1 ივნ, 2011

ჩვენი ვებ-გვერდი საკმაოდ დინამიურია. ახალი განცხადებები სწრაფად იკავებენ ძველი განცხადებების ადგილს. ალბათ ხშირად გაგჩენიათ სურვილი, რომ მოგენიშნათ თქვენთვის საინტერესო განცხადება, რომ იგი შემდგომ არ დაგეკარგათ.

ახლა ეს ძალიან მარტივია! www.jobs.ge წარმოგიდგენთ მორიგ ახალ ფუნქციას - "ვარსკვლავები". თუ რომელიმე განცხადებამ განსაკუთრებით დაგაინტერესათ, დააწკაპუნეთ ვარსკვლავზე, რომელიც განთავსებულია განცხადების დასახელების გასწვრივ, მთავარ გვერდზე ან განცხადების შიდა გვერდზე, და ამ გზით მონიშნეთ ეს განცხადება. ამგვარად, ვებ-გვერდზე მოგვიანებით შესვლისას თქვენ ადვილად ამოიცნობთ მას. თუ ერთზე მეტი განცხადება გაქვთ მონიშნული და მათი ერთად ნახვა გსურთ, მთავარი მენიუდან შედით განყოფილებაში "რჩეულები" და თქვენ მიერ მონიშნულ განცხადებებს ერთ გვერდზე იხილავთ.

მოგვიანებით, თუ განცხადება უკვე აღარ დაგაინტერესებთ, კვლავ დააწკაპუნეთ მის ვარსკვლავზე და გააუქმეთ მონიშვნა. ამ გზით განცხადება "რჩეულებში" აღარ გამოჩნდება.

წარმატებულ დასაქმებას გისურვებთ!

« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე