დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



ორგანიზაციის გვერდი - ერთი ორგანიზაციის ყველა განცხადება ერთ გვერდზე
2 მარ, 2011

თუ ჩვენ ვებ-გვერდზე ხშირად შემოდიხართ და ვაკანსიის განცხადებებს ათვალიერებთ, ალბათ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებთ ამა თუ იმ კონკრეტულ დამქირავებელს, რომლისგან უკეთეს ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს მოელით. იმ მიზნით, რომ გაგიადვილოთ თქვენი ფავორიტი ორგანიზაციის განცხადებების ერთიანად ნახვა, ჩვენ დავნერგეთ ახალი ფუნქცია - ორგანიზაციის გვერდი - სადაც ერთი ორგანიზაციის ყველა აქტიურ განცხადებას იხილავთ.

ეს სიახლე ძალიან გამოადგებათ როგორც სამუშაოს მძებნელებს, ასევე დამქირავებლებს. თქვენი ორგანიზაციის ყველა აქტიური განცხადება თავმოყრილი იქნება ერთ გვერდზე, სადაც ასევე განთავსდება თქვენი განაცხადის ფორმა, ლოგოტიპი და მოკლე ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ - და ეს ყველაფერი უფასოდ. თქვენი ორგანიზაციის გვერდს მიენიჭება ადვილად დასამახსოვრებელი ინტერნეტ-მისამართი. განათავსეთ მისი ბმული თქვენ კორპორაციულ ვებ-გვერდზე, გაავრცელეთ Facebook-ზე ან სხვა სოციალურ ქსელში - ყველამ გაიგოს, რომ თქვენ კადრებს იყვანთ.

როგორ ვიხილოთ ამა თუ იმ ორგანიზაციის გვერდი? ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.jobs.ge და მის პირველ გვერდზე, სვეტში "მომწოდებელი", დააჭირეთ ორგანიზაციის დასახელებას; ან გახსენით ნებისმიერი განცხადება და დააჭირეთ ბმულს "ორგანიზაციის გვერდი".

შეკითხვები გაქვთ? დაგვიკავშირდით: info@jobs.ge

« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე