დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



ვიპ-განცხადებები - ახლა მხოლოდ 7 დღით
27 სექ, 2010

ჩვენ ვითვალისწინებთ ვიპ-განცხადების განთავსებაზე გაზრდილ მოთხოვნას და შესაბამისად, ვამკვიდრებთ ახალ წესს, რომელიც ვიპ-განყოფილებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის და ამავდროულად, შეინარჩუნებს მის ექსკლუზიურობას. ახალი წესის თანახმად, რომელიც ძალაში შედის 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, ვიპ-განყოფილებაში განცხადების განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 7 დღის ვადით, რის შემდეგაც განცხადება გადაინაცვლებს სტანდარტული განცხადებების ჩამონათვალში. თითოეულ კლიენტს შეეძლება ვიპ-განყოფილებაში ერთ ჯერზე მაქსიმუმ 2 ადგილის დაჯავშნა. მინიმალური ინტერვალი დაჯავშნებს შორის იქნება 30 დღე.

7 დღიანი ვიპ-განცხადების გამოქვეყნების ტარიფი დარჩება იგივე - 50 ლარი. ეს ტარიფი ვრცელდება ერთ განცხადებაში მოთავსებულ 1 ან 2 ვაკანსიაზე. თუ ერთ განცხადებაში მოთავსებულ ვაკანსიათა ოდენობა ორს აჭარბებს, ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:

2-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 70 ლარი.
4-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 110 ლარი.
6-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 150 ლარი.
10-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 190 ლარი.
15-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 230 ლარი.

თუ გსურთ თქვენი განცხადება უფრო თვალშისაცემი გახადოთ, დაამატეთ ლოგოტიპი 20 ლარად.

წარმატებულ დასაქმებას გისურვებთ!

« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე