დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



ახალი $$ სიმბოლო ხელფასისთვის
5 მაი, 2010

ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელთა თხოვნას და საგანგებო $$ სიმბოლოთი გამოვყოფთ იმ ვაკანსიებს, სადაც მითითებულია ხელფასის ოდენობა.

სამუშაოს მაძიებლები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმ განცხადებების გამო, სადაც დამქირავებელი ამა თუ იმ მოსაზრებით ხელფასის ოდენობას არ უთითებს. ბევრი კანდიდატი ამგვარ ვაკანსიებზე განაცხადის შეტანას დროის კარგვად მიიჩნევს. ამის საპასუხოდ ჩვენ შემოვიღეთ ახალი $$ სიმბოლო, რომელიც დაგეხმარებათ იმ ვაკანსიების ამოცნობაში, სადაც დაზუსტებულია ხელფასის ოდენობა. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ამ ნაბიჯით წავახალისებთ დამქირავებლების მხრიდან ხელფასის ოდენობის (ან თუნდაც მისი ფარგლების) მითითებას.

სხვა სიმბოლოები, რომელიც ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე გამოიყენება: NEW - გამოქვეყნდა 1-2 დღის წინ, UPD - განახლდა 1-2 დღის წინ, EXP - ვადა გასდის 1-2 დღეში, REG - ვაკანსია მდებარეობს საქართველოს რეგიონში.

« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე