დირექტორის ბლოგი



« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე



გამარჯობათ! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე
2 აგვ, 2007

ამ ბლოგზე დაახლოებით თვეში ორჯერ გამოქვეყნდება სასარგებლო რჩევები სამსახურის მძებნელთათვის და სიახლეები საქართველოს დასაქმების ბაზრის შესახებ. საკითხების ან ბმულების შემოთავაზების სურვილის შემთხვევაში დამიკავშირდით მისამართზე blog@jobs.ge.

ახალი ჯობს.გე - რა არის ახალი

ჯობს.გე საიტის ახალი ვერსია მოიცავს რიგ სიახლეებს, რომელთა მეშვეობით საიტი უფრო მოსახერხებელი და ფუნქციონალური გახდა. აი ისინიც:

  • ახალი დიზაინი: ჩვენი საიტი ცისფერის ნაცვლად ფორთოხლისფერი გახდა. უჯრები სწორი ხაზებით ჩავანაცვლეთ. მაგარია, არა?
  • ქართული ინტერფეისი, ქართული განცხადებები: ამიერიდან მთელი საიტი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზეც - იხილეთ http://www.jobs.ge/
  • ვიპ განცხადებები: ახალი მომსახურება იმ კლიენტთათვის, რომელთაც სურთ მათი განცხადება მუდამ სიის თავში იყოს. სრული დეტალები იხილეთ ამ გვერდზე: http://www.jobs.ge/services/#vip
  • ლოგოტიპიანი განცხადებები: განათავსეთ თქვენი განცხადების დასახელების გასწვრივ მინიატურული ლოგოტიპი და გამოარჩიეთ თქვენი განცხადება საიტის პირველ გვერდზე. სრული დეტალები იხილეთ ამ გვერდზე: http://www.jobs.ge/services/#logo
  • ახალი სიმბოლოები: მათი მეშვეობით თქვენ შეიტყობთ, რომ აღნიშნული განცხადება ბოლო 2 დღის განმავლობაში გამოქვეყნდა ( ახალი ), განახლდა 1-2 დღის წინ ( განახლდა ), ვადა გასდის 1-2 დღეში ( ვადა გასდის ) და ვაკანსია რეგიონშია ( რეგიონში ).
  • ფილტრი: საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში განლაგებული ლინკები მომხმარებელს საშუალებას აძლევს განცხადებების დააჯგუფოს ტიპის მიხედვით (ვაკანსიები / სტიპენდიები / ტრეინინგები / ტენდერები/მოწვევები / სხვა).
  • მოცემული ტიპის ყველა განცხადება: თითოეულ განცხადებაში მოთავსებულია ბმული, რომელიც საშუალებას მოგცემთ იხილოთ მოცემული ტიპის (ვაკანსია / სტიპენდია / ტრეინინი / ტენდერი/მოწვევა / სხვა) ყველა აქტიური განცხადება. იგივეს გაკეთება შეიძლება ფილტრის მეშვეობით.
  • უფასო მომსახურება ბავშვთა საკითხების მოგვარების ხელშესაწყობად: ჩვენ ამას თავიდანვე ვაკეთებდით, მაგრამ ახლა ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მომსახურება უფასო იქნება.
  • კლიენტების რეკომენდაციები: შეიტყვეთ თუ რას ფიქრობენ ჩვენი კლინტები ჩვენი კომპანიის მომსახურების შესახებ: http://www.jobs.ge/testimonials/
  • ჩვენი გარანტიები: კლიენტების ინტერესები ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რის გამოც ეს წესები შევქმენით: http://www.jobs.ge/guarantee/
  • დირექტორის ბლოგი: თქვენ მას ახლა კითხულობთ.

როგორც ხედავთ, ახალი საიტი ბევრ სიახლეს გთავაზობთ. ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას და მომავალში კვლავ შემოგთავაზებთ სიახლეებს. დარჩით ხაზზე.

ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე


« ბლოგზე დაბრუნება
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე