ჯობს.გე
განცხადებები რჩეულები ჩვენ მომსახურებები ბლოგი კითხვა-პასუხი ელ. დაგზავნა დაგვიკავშირდით   In English

დირექტორის ბლოგი


"ინსორსი" - ახალი კომპანია საქართველოს დასაქმების ბაზარზე
7 დეკ, 2011

"ჯობს.გე"-ს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე კლიენტებს ჩვენთვის არაერთხელ მოუმართავთ თხოვნით, რომ მათთვის სასურველი კადრი შეგვერჩია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს მომსახურება არ გვქონდა, იგი მუდამ იყო ჩვენი კომპანიის ინტერესის ობიექტი. სრული ტექსტი »
დააწკაპუნე ვარსკვლავზე, მონიშნე განცხადება
1 ივნ, 2011

ჩვენი ვებ-გვერდი საკმაოდ დინამიურია. ახალი განცხადებები სწრაფად იკავებენ ძველი განცხადებების ადგილს. ალბათ ხშირად გაგჩენიათ სურვილი, რომ მოგენიშნათ თქვენთვის საინტერესო განცხადება, რომ იგი შემდგომ არ დაგეკარგათ. სრული ტექსტი »
ორგანიზაციის გვერდი - ერთი ორგანიზაციის ყველა განცხადება ერთ გვერდზე
2 მარ, 2011

თუ ჩვენ ვებ-გვერდზე ხშირად შემოდიხართ და ვაკანსიის განცხადებებს ათვალიერებთ, ალბათ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებთ ამა თუ იმ კონკრეტულ დამქირავებელს, რომლისგან უკეთეს ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს მოელით. იმ მიზნით, რომ გაგიადვილოთ თქვენი ფავორიტი ორგანიზაციის განცხადებების ერთიანად ნახვა, ჩვენ დავნერგეთ ახალი ფუნქცია - ორგანიზაციის გვერდი - სადაც ერთი ორგანიზაციის ყველა აქტიურ განცხადებას იხილავთ. სრული ტექსტი »
ვიპ-განცხადებები - ახლა მხოლოდ 7 დღით
27 სექ, 2010

ჩვენ ვითვალისწინებთ ვიპ-განცხადების განთავსებაზე გაზრდილ მოთხოვნას და შესაბამისად, ვამკვიდრებთ ახალ წესს, რომელიც ვიპ-განყოფილებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის და ამავდროულად, შეინარჩუნებს მის ექსკლუზიურობას. ახალი წესის თანახმად, რომელიც ძალაში შედის 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, ვიპ-განყოფილებაში განცხადების განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 7 დღის ვადით, რის შემდეგაც განცხადება გადაინაცვლებს სტანდარტული განცხადებების ჩამონათვალში. თითოეულ კლიენტს შეეძლება ვიპ-განყოფილებაში ერთ ჯერზე მაქსიმუმ 2 ადგილის დაჯავშნა. მინიმალური ინტერვალი დაჯავშნებს შორის იქნება 30 დღე. სრული ტექსტი »
ახალი $$ სიმბოლო ხელფასისთვის
5 მაი, 2010

ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელთა თხოვნას და საგანგებო $$ სიმბოლოთი გამოვყოფთ იმ ვაკანსიებს, სადაც მითითებულია ხელფასის ოდენობა. სრული ტექსტი »
როგორი არ უნდა იყოს რეზიუმე
10 ოქტ, 2009

თქვენ ალბათ არაერთხელ წაგიკითხავთ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული რეზიუმე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორი არ უნდა იყოს რეზიუმე. ჩვენ ვკითხეთ ათობით მსხვილი ორგანიზაციის ადამიანის რესურსების მენეჯერს, თუ კონკრეტულად რა არ მოსწონთ იმ რეზიუმეებში, რომლებსაც ისინი იღებენ, და შემდეგად მივიღეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ჩამონათვალი: სრული ტექსტი »
ახალი საბანერო რეკლამის ადგილი
24 აპრ, 2009

ჩვენ გავითვალისწინეთ გაზრდილი მოთხოვნა საბანერო რეკლამაზე და მოხარულნი ვართ შემოგთავაზოთ ახალი საბანერო რეკლამის ადგილი ჩვენ საიტზე, ზედა მარჯვენა კუთხეში. ახალ ადგილზე განთავსდება 125x125 ზომის კვადრატული ბანერები, რომლებიც აუცილებლად მიიპყრობენ საიტის მომხმარებელთა ყურადღებას. Flash/SWF, GIF, JPG, PNG - ჩვენ ყველა ფორმატს ვცნობთ. სრული ტექსტი »
გამოხატეთ თქვენი პოზიცია ბანერის სახით და მიიღეთ 50% ფასდაკლება
28 იან, 2009

კიდევ ერთი შესანიშნავი შემოთავაზება ჯობს.გე-სგან: შექმენით და განათავსეთ არაკომერციული ბანერი, რომელიც გამოხატავს კეთილი საქმის, იდეისა თუ ფასეულობის მხარდაჭერას, და ჩვენ სანაცვლოდ მოგცემთ 50% ფასდაკლებას საბანერო რეკლამაზე.

რას ვგულისხმობთ: სრული ტექსტი »
www.jobs.ge "რა? სად? როდის?" სუპერფინალში
6 იან, 2009

პოპულარული ტელეგადაცემის რა? სად? როდის? სუპერფინალში, რომელიც 2009 წლის 2 იანვარს გაიმართა, დაისვა შეკითხვა, რომელზე გაცემული პასუხით ინტელექტუალებმა www.jobs.ge დაასახელეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვებ-გვერდად საქართველოში. სრული ტექსტი »
ვიპ-განცხადება 7 დღით
14 ნოე, 2008

თუ თქვენ უკვე იცნობთ ჩვენ ვიპ-მომსახურებას და გიცდიათ მისი გამოყენება, ალბათ შეამჩნევდით, რომ ამ მომსახურებაზე არსებული მაღალი მოთხოვნისა და ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, ვიპ-განცხადების გამოქვეყნება არც თუ ისე ადვილია. ამასთანავე, ამ მომსახურების ფასი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სტანდარტული განცხადების გამოქვეყნების შემთხვევაში.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ახალ მომსახურებას - ვიპ-განცხადება 7 დღით, მხოლოდ 50 ლარად. სრული ტექსტი »
2007 წლის 5 ყველაზე ხშირად გამოქვეყნებული ვაკანსია
15 მაი, 2008

ხშირად მეკითხებიან, თუ რომელი პროფესიაა დღეს ყველაზე საჭირო. ამ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, მე გადავწყვიტე პატარა კვლევა ჩამეტარებინა, რის შედეგადაც შევადგინე www.jobs.ge საიტზე 2007 წლის განმავლობაში 5 ყველაზე ხშირად გამოქვეყნებული ვაკანსიის ჩამონათვალი. ეს მონაცემები განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალ კურსდამთავრებულთათვის და ასევე მათთვის, ვინც საქმიანობის სფეროს შეცვლას ან ახალი პროფესიის ათვისებას აპირებს. სრული ტექსტი »
VisualCV - შექმენით და გაავრცელეთ თქვენი რეზიუმე ინტერნეტში
22 მარ, 2008

VisualCV ახალი ინტერნეტ-პროექტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ და გაავრცელოთ თქვენი რეზიუმე ონლაინ რეჟიმში. Word-ში ან PDF ფორმატში შექმნილ ტრადიციულ რეზიუმესთან შედარებით, VisualCV-ს უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დახმარებით შეგიძლიათ თქვენი რეზიუმე უფრო მრავალფეროვანი და ინფორმატიული გახადოთ - დაუმატოთ მას ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ცხრილები, პრეზენტაციები, შესრულებული ნამუშევრები, დასკანერებული დოკუმენტები და სხვა. სრული ტექსტი »
ჯობს.გე მარკეტინგის სახელმძღვანელოში
29 ოქტ, 2007

საქართველოს მარკეტინგის ასოციაციამ ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით ქართულ ენაზე გამოსცა არმსტრონგისა და კოტლერის პოპულარული სახელმძღვანელო მარკეტინგის საფუძვლები. ასოციაცია ამ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე გამოცემის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. სრული ტექსტი »
გამარჯობათ! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე
2 აგვ, 2007

ამ ბლოგზე დაახლოებით თვეში ორჯერ გამოქვეყნდება სასარგებლო რჩევები სამსახურის მძებნელთათვის და სიახლეები საქართველოს დასაქმების ბაზრის შესახებ. საკითხების ან ბმულების შემოთავაზების სურვილის შემთხვევაში დამიკავშირდით მისამართზე blog@jobs.ge.

ახალი ჯობს.გე - რა არის ახალი:

ჯობს.გე საიტის ახალი ვერსია მოიცავს რიგ სიახლეებს, რომელთა მეშვეობით საიტი უფრო მოსახერხებელი და ფუნქციონალური გახდა. აი ისინიც: სრული ტექსტი »



© 1998-2012 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი