სერვისის კონსულტანტი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისის კონსულტანტი - ფოთი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს სერვისის კონსულტანტის ვაკანსიას ფოთში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე, პოლიკლინიკა/ჰოსპიტალი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების დახვედრა, საჭიროების შემთხვევაში დანიშნულების ადგილამდე მიცილება;
** პაციენტის ზოგადი დაკვალიანება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
** რიგების მართვა;
** პრობლემური სიტუაციების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ მეილზე: vacancy@evex.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 თებერვალი, 2019 წ.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე