ტენდერი დაბრენდილი კალმების შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი დაბრენდილი კალმების შესყიდვაზე
მომწოდებელი: საქართველოს ბანკი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 18 თებ
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტტენდერს დაბრენდილი კალმების შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლები:

** კალამი - 10000 ცალი
** მახასიათებლები: ფოტომონტაჟი და მოდელის ფოტო მითითებულია დამატებით დოკუმენტაციაში

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

** ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
** ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
** ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.


ტენდერში მონაწილეობის პირობები:

** ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
** ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: http://www.tenders.ge

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 18 თებერვალი, 18:00სთ.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.tenders.ge/tenders/4860/penalty-pen-bog.html
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე