ლოჯისტიკის ოპერატორი/მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის ოპერატორი/მძღოლი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერატორის/მძღოლის პოზიციაზე თბილისში, ისანი სამგორის რაიონში (კაიროს ქ.)

დასტა რექორდს მენეჯმენტი ("დასტა") არის პირველი დოკუმენტაციის ელექტრონული სისტემებით მართვის კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა, C კატეგორიის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად
** ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** მანქანის უსაფრთხოდ და კარგად მართვის უნარი
** ავტომობილის მართვის კარგი ისტორია
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები
** საჭიროების შემთხვევაში არასტანდარტულ საათებში მუშაობის შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის გადატანა
** საჭიროების შემთხვევაში ქალაქგარეთ მივლინება
** გამოყოფილი ავტომობილის გამართულობის უზრუნველყოფა
** მომხმარებლებთან ურთიერთობა მიწოდების განხორციელებისას
** საწყობში ტვირთის გადაადგილება
** თანამშრომლების ტრანსპორტირება
** ნებისმიერი სხვა ლოჯისტიკური დავალებების შესრულება
** საჭიროების შემთხვევაში საწყობის მცირე ტექნიკური რემონტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019 წლის 11 მარტამდე შეავსოთ აპლიკაცია და ატვირთოთ CV შემდეგ მისამართზე: drm.ge/ვაკანსიები და აირჩიოთ ვაკანსიის დასახელება - "ლოჯისტიკის ოპერატორი/მძღოლი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე