ტრენინგი - მომზადება ISO 9001:2015 სტანდარტისთვის
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - მომზადება ISO 9001:2015 სტანდარტისთვის
მომწოდებელი: Lloyd`s Register
გამოქვეყნდა: 11 თებ / განახლდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 26 თებ
ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "Lloyd`s Register Quality Assurance (LRQA)", რომლიც არის UKAS-ის #001 აკრედიტებულ ორგანიზაციას გიწვევთ ტრენინგზე - "მომზადება ISO 9001:2015 სტანდარტისთვის".

ტრენინგის ჩატარების თარიღი: 26-27 თებერვალი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 თებერვალი
ჩატარების ადგილი: თბილისი, "Radisson Blu Iveria"

ინფორმაცია ტრენინგის შესახებ

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი რგოლის მენეჯერისთვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორისათვის, რომელიც ვალდებულია:

** მისი კომპეტენციის ფარგლებში პროცესების კონტროლსა და მონიტორინგზე,
** შედეგების მიღწევასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების კონტროლზე,
** საკუთარი საქმიანობის შედეგების შეფასებასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე

კურსი ასევე საჭიროა მათთვის, ვისაც მომავალში სურს გახდეს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორი.

თქვენ შეისწავლით:

** ISO 9001:2015 სტანდარტის კონცეფციას და მოთხოვნებს
** ორგანიზაციის კონტექსტის მნიშვნელობას
** პროცესის მენეჯმენტს და მენეჯმენტის სისტემაში მის გამოყენებას
** მიდგომებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ისო 9001:2015 სტანდარტს:

1. პროცესებისადმი მიდგომა​
2. PDCA ციკლი
3. რისკებზე დაფუძნებული ხედვა

** წარმატებული ბიზნესის მისაღწევად საჭირო 7 პრინციპს და მათ კავშირს ISO 9001:2015 სტანდარტთან
** ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს, ასევე როგორ შეიძლება ამ მოთხოვნების შესრულება
** როგორ გამოიყენოთ ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნები საოპერაციო პროცესებში და ახსნათ მათი ურთიერთკავშირი.

წინამდებარე კურსზე დასასწრებად სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება არ მოითხოვება​.

კურსის პროგრამის და დეტალების გასაცნობად იხილეთ ბმული.

http://www.isoconsulting.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე