მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
კომპანია "MY.ge", რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto, www.mymarket, www.myhome, www.myparts, www.myjobs, www.myshop, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ციფრულ სამყაროში კვალის დატოვება შენთვის მნიშვნელოვანია, გინდა მიიღო მონაწილეობა ბრენდის შექმნაში, რომელიც ხალხს ეყვარება, გინდა შექმნა კონტენტი, რომელსაც მრავალათასიანი აუდიტორია ფრჩიხლების კვნეტით დაელოდება, ამასთანავე, ხარ კრეატიული, გრძელი ამბის მოკლედ და საინტერესოდ თქმა შეგიძლია, არც დინამიურ სამსახურის უშინდები, მაშინ შენ ეს ადგილი შენთვისაა!

რა გელოდება ჩვენთან?

ფუნქციები და მოვალეობები

** ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელთან ერთად შეიმუშავოს კონტენტის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა;
** საკომუნიკაციო სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
** ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიიდან გამომდინარე კონტენტის მოზადება;
** სოციალური მედიის ანგარიშების მართვა (Facebook, Instagram, Linkedin, Youtube);
** ითანამშრომლოს მარკეტინგისა და დიზაინის გუნდთან რათა დაგეგმოს და მოამზადოს შესაბამისი პოსტი და რეკლამა;
** სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა და მათ საჭიროებებზე მორგებული მასალების მომზადება;
** მოახდინოს ყოველდღიურად კონტენტის(ტექსტი,ვიდეო, ფოტო და ა.შ) შინაარსის გენერირება, რედაქტირება და შესაბმისად მისი გაზიარება აუდიტორიისთვის;
** კონტენტის მუდმივი განახლება და ოპტიმიზირება ანალიზზე დატყდნობით;
** ბრენდის საჭიროებიდან გამომდინარე სარეკლამო და კონტენტ სტატიების მომზადება;
** სხვადასხვა სარეკლამო არხში (Facebook Ads, Google Ads) რეკლამის გაშვება, რეპორტინგი და ოპტიმიზირება;
** მუდმივად ეცნობოდეს მიმდინარე ტრენდებს და შესაბამისად მოახდინოს ახალი იდეების გენერირება აუდიტორიის ყურადღების მიქცევის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** 1-2 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში;
** თანამედროვე სოციაულური მედიისა და ტექნოლოგიური ტრენდების ცოდნა;

სასურველია იცოდე:

** Facebook Ads Manager;
** Google Ads;
** Google Analytics;
** გრაფიკული პროგრამები საბაზისო დონეზე.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** კრეატიული;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** ინოვაციური;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** განვითარებისადმი მუდმივად მზაობა;
** კარგი კოპირაიტერული უნარები.

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს აბონიმენტი;
** ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი;
** თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@my.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე