ტენდერი ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებაზე
მომწოდებელი: სილქნეტი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 22 თებ
თანდართული ფაილი: 205100-silknet-tender-autopark.zip
სს "სილქნეტი" გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ავტოპარკის ტექნიკური მომსახურება.

გთხოვთ, იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში, დღგ-ს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი ხარჯის ჩათვლით. შემოთავაზებასთან ერთად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერის ნომერი: 05/19
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში, 10 საათიდან 18 საათამდე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

1. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

** დალუქულ კონვერტში;
** კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი (05/19)
** კონვერტი დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
2. ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
4. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
5. ცნობა მომსახურე ბანკიდან, ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

რეკვიზიტები

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ ფაცურია
ტელეფონი: +995 322 770100 (7309)
ელფოსტა: tenders@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3

ს.ს. "სილქნეტი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ.
ს.ს. "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.

ს.ს. "სილქნეტის" მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე