მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: გაბილდი
გამოქვეყნდა: 11 თებ / განახლდა: 19 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
კომპანია "გაბილდის" გუნდი უკვე ათ წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოში. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ შიდა და გარე კარის ფართო არჩევანს.

"გაბილდი" აცხადებს ვაკანიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
** კომპანიის სარეკლამო/საიმიჯო საშუალებების შექმნაში აქტიური მონაწილეობა
** გაყიდვების სფეროში მომუშავე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება
** გაყიდვის შემდგომ მომსახურების ხარისხის ამაღლება
** მომხმარებელთა გამოკითხვის ორგანიზება
** ბაზრის კვლევის ორგანიზება
** კომპანიის სარეკლამო/საიმიჯო საშუალებების შექმნაში აქტიური მონაწილეობა
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** ვებ გვერდის მართვის სტრატეგიის შემუშავება და მისი შესრულების მონიტორინგი
** სოციალური გვერდების მართვის სტრატეგიის შემუშავება და მისი შესრულების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის ან მარკეტინგის განხრით
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე (სასურველია სამშენებლო სფეროში)
** ინგლისური, რუსული და ქართული ენების კარგად ცოდნა
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების დროული პოვნა
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდში მუშაობის უნარი
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა

ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (შეთანხმებით).
სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათი - შაბათი, 09:30 - 18:30 (ერთ საათი შესვენება).

განცხადებების გადარჩევა:

** პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

თუ ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილ მოთხოვნები თქვენთვის მისაღებია, თუ მოგწონთ ახალი გამოწვევების მიღება - გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: info@gabuild.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე