სუპერმარკეტის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სუპერმარკეტის კონსულტანტი
მომწოდებელი: ნეოფარმ+
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 11 მარ
კომპანია "ნეოფარმ+" დაარსდა 2007 წელს, რათა მოეხდინა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისთვის. ეს არის გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და საწარმოო მიმართულებით. იგი აფართოებს და ზრდის აქტივობის არეალს ყოველდღიურად. მისი სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორიცაა: გორი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. "ნეოფარმ+" მუდმივად ახდენს საკუთარი სააფთოაქო ქსელის განვითარებას, რაც აისახება უცხოური, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ბრენდების მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობაში, იმპორტის განხორციელების კუთხით.

შპს "ნეოფარმ+" აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თემქა.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და მათი შესაბამისი სტანდარტით განლაგება;
** განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი;
** წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** გასაყიდი პროდუქციის დეფიციტის კონტროლი;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** რეალიზებული პროდუქციის გატარება სალაროში;
** სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით ან სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული;
** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მეგობრული გარემო;
** მაღალი კორპორატიული კულტურა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტო სურათით შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთოთოთ პოზიციის დასახელება - "სუპერმარკეტის კონსულტანტი - თემქა". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"ნეოფარმ+" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე