სენდვიჩ არტისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სენდვიჩ არტისტი
მომწოდებელი: საბვეი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
"საბვეის" ბრენდი აერთიანებს სწრაფი მომსახურების რესტორნების ყველაზე დიდ ქსელს მსოფლიოში. დღეისათვის "საბვეი" ყველაზე მზარდი გლობალური ფრენჩაიზია და მისი ქსელი 100-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებთ 45000 რესტორანს ითვლის. "საბვეი" მომხმარებელს სთავაზობს ახალი, ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული უგემრიელესი სენდვიჩების, სალათების, ორცხობილების ფართო არჩევანს და მომსახურების განსაკუთრებულად მაღალ ხარისხს. ყველა პროდუქტი მზადდება მომხმარებლის თვალწინ და უშუალოდ მისი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით. ამჟამად თბილისში "საბვეის" 8 რესტორანი ფუნქციონირებს.

"საბვეის" "გალერია თბილისის" და "თბილისი მოლის" რესტორანი აცხადებს ვაკანსიას "სენდვიჩ არტისტის" პოზიციაზე.

"სენდვიჩ არტისტები", რესტორნის მენეჯერის კოორდინაციით, ასრულებენ რესტორნის ოპერირებისათვის საჭირო ყველა ფუნქციას ერთნაირად. რესტორანში არ ხდება სამუშაო ფუნქციების გრძელვადიანი გადანაწილება.

აპლიკანტისათვის საჭირო უნარ-ჩვევები:
          
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ან რუსული ენების საბაზისო ცოდნა
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;

მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია/მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** სენდვიჩების მომზადება;
** გაყიდული პროდუქციის სალაროს პროგრამაში გატარება;
** რესტორნის დასუფთავება და მოწესრიგება;
** რესტორნის სამუშაო ინვენტარის რეცხვა;
** პურისა და ორცხობილების ცხობა;
** პროდუქტებისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება და დახარისხება;
** რესტორნის ოპერირებისათვის საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება.

საჭირო პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** პატიოსნება;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა;
** ზრდილობა/თავაზიანობა;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდურობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტური მოქმედების უნარი.

აპლიკანტის სასურველი ასაკობრივი ზღვარი: 19-დან 35 წლამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ საკუთარი რეზიუმე/CV ელფოსტაზე: gelashvili.mariam@yahoo.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე