კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ლუსონი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 18 თებ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

"ბი ემ სი გორგიას" პრემიუმ კლასის შოურუმი "ლუსონი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

"ლუსონში" წარმოდგენილია აბაზანის ინტერიერისთვის საჭირო ინვენტარი , როგორც სასტუმროსთვის, ასევე საცხოვრებელი სახლებისთვის: ესპანური და იტალიური კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები და ა.შ.

იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/lussonilussoni/

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა და ეფექტური სერვისის შეთავაზება
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა-პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება
** პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება
** გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში შეტანა
** პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას
** გაყიდვების გაზრდის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სამუშაო გამოცდილება ინტერიერის, ავეჯის, აბაზანის აქსესუარების მიმართულებით
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაბელური
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 18 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე