ვადაგადაცილებული სესხების დისტანც. მართვის ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების დისტანც. მართვის ოპერატორი - ქუთაისი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 17 თებ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების დისტანციური მართვის ოპერატორის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 22 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია!

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პორტფელში არსებულ პრობლემურ მსესხებლებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა და მისი სათანადო გამოყენება;
** გადაწერილი პრობლემური პორტფელის სატელეფონო კომუნიკაციით მართვა;
** პრობლემურ მსესხებლებთან სატელეფონო ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება და ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
** გადაწერილი პრობლემური პორტფელის სისტემური მონიტორინგი;
** ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობის წინაშე;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასიამოვნო ხმის ტემბრი;
** კომუნიკაციის დახვეწილი უნარი;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** რუსული ენის სათანადო დონეზე ფლობა;
** მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი;
** კონფლიქტების და სტრესების ეფექტურად მართვის უნარი;
** ციფრებთან მუშაობის, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის უნარი;

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 17 თებერვალს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია ვადაგადაცილებული სესხების დისტანციური მართვის ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე