მიმტანი, დამლაგებელი, ჭურჭლის მწმენდავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმტანი, დამლაგებელი, ჭურჭლის მწმენდავი
მომწოდებელი: რესტორანი ვეფხი და მოყმე
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ
რესტორანი "ვეფხი და მოყმე" ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერესის მქონე ადამიანზეა მორგებული, რადგან რესტორანი აერთიანებს 4 სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სივრცეს:

** ქართული დარბაზი
** კლასიკური დარბაზი
** ჭურ-მარანი (საერთო სივრცე და იზოლირებული კუპეები)
** ევროპული, მცირე დარბაზი, ხედით თბილისზე

აქ სტუმრობისას, აღმოჩნდებით ერთდროულად ქართულ და ევროპულ გარემოში. დეტალებზე ორიენტირებული ინტერიერი და უგემრიელესი კერძები გააოცებს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სტუმარსაც.

რესტორანს გააჩნია თონე, მარანი (რესტორანს კახეთში გააჩნია საკუთარი ვენახი, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან ვამზადებთ ღვინოს ჩვენი სტუმრებისთვის), იზოლირებული კუპეები და ვერანდა, თბილისის ულამაზესი ხედით.

რესტორანი "ვეფხი და მოყმე" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მიმტანი

მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება ამ სფეროში;
** ასაკი: 20 წლიდან;
** სასურველია ფლობდეს რუსულ და ინგლისურ ენებს;

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება შეთანხმებით

2. დამლაგებელი და ჭურჭლის მწმენდავი(პოლირება)

მოთხოვნები:

** ასაკი: 25-დან 45 წლამდე
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vepkhidamokme1@gmail.com ან დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 595301133
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე