მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
შპს "ჯითი მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "ჯითი მოტორსი" წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტებზე: www.landrover-georgia.com | www.jaguar-georgia.com

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155, "იაგუარ ლენდ როვერის" ცენტრი.
კატეგორია: ბუღალტერია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00)
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
დაქვემდებარება: მთავარი ბუღალტერი

აუცილებელი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** 2 წელი მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** 1 წელი სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი;
** სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, მათემატიკა, ფინანსები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი.
** რუსული - საშუალო.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);
** ACCA-ის პირველი დონის სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** საგადასახადო-ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა; 
** სალაროს წიგნის წარმოება.
** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში.

ანაზღაურება:  800 ლარიდან (მეტი), კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნეთ მისამართზე: info@jaguar.com.ge და საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, კერძოდ, "მოლარე ოპერატორი -  ქ. თბილისი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა 28 თებერვალი, 2019 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე