ოპერატორი/გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოპერატორი/გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ოპერატორი/გაყიდვების მენეჯერი

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.

მოვალეობები:

** საქონლის მიღება
** პროგრამაში შეყვანა
** საბითუმო კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა.
** პროდუქციის მიღებისას საქონლის დათვლა და კონტროლი

მოთხოვნები:

** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ფლობდეს თურქულ ენას.
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ვაკანსია განიხილება მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატებისათვის. კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ რომ ეს პოზიცია ითვალისწინებს ფიზიკურ დატვირთვას იმპორტირებული საქონლის მიღების დღეებში.

გამოსაცდელი ვადა: 2 კვირა.
ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს (ზრდის პერსპექტივით).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Tursaltd@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "ოპერატორი"

(დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მითითებულ ელ ფოსტაზე )

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე