ტრენინგი - კიბერუსაფრთხოების საფუძვლები მენეჯმენტისათვის
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - კიბერუსაფრთხოების საფუძვლები მენეჯმენტისათვის
მომწოდებელი: დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
სსიპ "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს მიღებას კურსზე "კიბერუსაფრთხოების საფუძვლები მენეჯმენტისათვის".

კურსი განკუთვნილია, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის.

გარდა კიბერუსაფრთხოების საბაზისო ცოდნისა, კურსი ფოკუსირდება კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტის საკითხებზე, ასევე მსმენელისათვის კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადაცემაზე.

როლური თამაშების, პრეზენტაციების და ლექციების მეშვეობით, სხვა საკითხებთან ერთად კურსზე შესწავლილ იქნება შემდეგი თემატიკა:

** კიბერელემენტების გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში;
** ​კიბერტერორიზმი;
** კიბერსივრცის გამოყენება საინფორმაციო-ფსიქოლოგური ზემოქმედებისათვის;
** ჰიბრიდული საფრთხეები თანამედროვე საინფორმაციო გარემოში
** სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა ახალ საინფორმაციო გარემოში
** სოციალური ქსელების  კიბერუსაფრთხოება;

კურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ

ანდრია გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი

გიორგი მოლოდინი, "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს" ხელმძღვანელი

კურსდამთავრებულები მიიღებენ დიპლომატიური ინსტიტუტის სერტიფიკატს.  

კურსის ღირებულებაა 270 ლარი.
კურსის ხანგრძლივობაა 26 სთ.
ლექციები ჩატარდება 25 თებერვლიდან 27 მარტის  ჩათვლით, კვირაში სამი დღე, 18:30 - 20:30 საათებში.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: training@mfa.gov.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 თებერვალი.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე