Unix სისტემების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Unix სისტემების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სისტემნეტი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ
შპს "სისტემნეტი" აცხადებს ვაკანსიას Unix სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** VMware ვირტუალურ გარემოში განთავსებული Unix-ის ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, მონიტორინგი, სერვისების ინტეგრაცია;
** მოთხოვნიდან გამომდინარე სხვადასხვა ამოცანების შესრულება;

სავალდებულო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საშუალო დონე);
** მოეთხოვება ზოგადად Unix სისტემების, კერძოდ კი CentOS მაღალ დონეზე ცოდნა;
** უნდა გააჩნდეს საბაზისო ცოდნა შემდეგ საკითხებში:
** პროგრამირების ენებში python ან perl;
** ვირტუალიზაციის ტექნოლოგიებში VMware,
** ქსელურ ტექნოლოგიებში Cisco ICND1/2 დონეზე;
** გააჩნდეს Mysql, Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება შესაბამისი განხრით;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@ak.ge და სათაურის ველში მიუთითეთ Unix სისტემების ადმინისტრატორი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 01.03.2019 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე