მარკეტინგული ტრაფიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგული ტრაფიკის მენეჯერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 17 თებ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული ტრაფიკის მენეჯერის (Marketing Traffic Manager ) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი

"კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 70 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 40 ფილიალისა და 16 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

ჯანმრთელობის დაზღვევას;
პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტებისა და ანგარიშების ყოველდღიური მართვა;
** ანგარიშგება პროექტის მიმდინარეობის, სამუშაო დატვირთულობის შესახებ;
** შესაბამის განყოფილებებს შორის დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური სამუშაო განრიგის მართვა;
** პროექტის რესურსების კონტროლი და გარე მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, დახმარება შესაბამისი მოთხოვნების მართვის პროცესში;
** კამპანიასთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
** რეგულარული შეხვედრების ჩატარება და ინფორმაციის გაზიარება პროგრესის შესახებ;
** კამპანიების წარმართვა და კოორდინირება დაწყების ეტაპიდან დასრულებამდე;
** პროექტით გათვალისწინებული ეტაპების შესრულება კლიენტების მოთხოვნების, კრეატიული ბრიფის/კონცეფციის, ბიუჯეტის, რესურსების და დადგენილი ვადების შესაბამისად;
** მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და რეკომენდაციების წარმოდგენა, თუ როგორ არის შესაძლებელი არსებული პრაქტიკის გაუმჯობესება;
** კამპანიის რესურსების მართვა; დაინტერესებულ მხარეთათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნებისა და მიწოდების საჭიროებების შესახებ;
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა და ყველა მხარის ინფორმირება პროგრესისა და პრობლემების შესახებ;
** ეფექტური ურთიერთობის დამყარება ძირითად დეპარტამენტებთან და კლიენტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** პროექტებისა და ანგარიშების მართვის დადასტურებული გამოცდილება;
** სოციალური მედია რეკლამირების პლატფორმების და Google Adwords ღრმა ცოდნა;
** ფართომასშტაბიან პროექტებში რესურსების განაწილების გამოცდილება;
** კრეატიულ გუნდებთან მუშაობის და კლიენტებთან ანგარიშგების გამოცდილება;
** სტრესულ პირობებში მუშაობის გამოცდილება.

"კრისტალი" ეძებს მათ ვისაც აქვს:

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, ვისაც აქვს განსაკუთრებული უნარები და შემოქმედებითი ხედვა ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით,. სიამოვნებას უნდა გგვრიდეთ დინამიურ გარემოში საქმიანობა და უნდა შეგეძლოთ მრავალ პროექტზე ერთდროულად მუშაობა. უნდა გქონდეთ ადამიანების მართვის, კომუნიკაციისა და რესურსების განაწილების გამორჩეული უნარ-ჩვევები, კრეატიული პროცესის დასაწყისიდან დასრულებამდე მართვის უნარი. სარეკლამო ან საჯარო განცხადებების შთამბეჭდავი ტექსტის შედგენის უნარი ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 17 თებერვლის დღის ბოლომდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. კრისტალი გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შერჩევისა და თანამშრომლობის ყველა ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე