ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია ვიადერმი
გამოქვეყნდა: 8 თებ / განახლდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
ევროპული ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი "ვიადერმი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

ბრენდი "ვიადერმი" საჩუქარი და შესაძლებლობაა ყველასთვის, ვისაც სურს იპოვოს სილამაზის მარტივი ფორმულა, რომელიც სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: უნაკლო კანი, ჯანსაღი თმა და მტკიცე ფრჩხილები. ჩვენი მიზანია დავამსხვრიოთ სტერეოტიპი "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს." სინამდვილეში ეს ასე სულაც არ არის. სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია მარკეტინგის მიმართულებით, სარეკლამო პროფილით, საზოგადოებასთან ურთიერთობა, "PR-ი".
** გამოცდილება - სასურველია ფარმაცევტულ სფეროში მარკეტინგის, PR ან გაყიდვების განყოფილებაში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო სტაჟი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა; კრეატიულობა;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** ბაზარზე ბრენდის ცნობადობის და მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის რეკლამირება; ივენთებში მონაწილეობა, დაგეგმილ პროექტებში აქტიური ჩართულობა;
** სოციალური ქსელების პოპულარიზაცია; საიტის ადმინისტრირება; მედიასთან კომუნიკაცია;
** ვიზიტები დერმატოლოგებთან, კოსმეტოლოგებთან; ურთიერთობა სილამაზის სფეროს ყველა ცნობილ პირთან და მათ წარმომადგენლებთან;
** პროდუქციის გაცნობის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება; კომპანიის და ბრენდის ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა;
** რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

სამუშაო პირობები:

** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
** სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი (კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა).

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

კომპანიის და ბრენდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ გვერდს http://www.artpharma.ge და ფეისბუქის გვერდს https://www.facebook.com/VIADERMM/

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: walmarkgeo@gmail.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვიადერმის ბრენდ მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე