მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: არტ ფარმა
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 5 მარ
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გამართული მეტყველება;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა; პროექტის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება და მართვა;
** ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** გაყიდვების პერსონალის კოორდინირება მარკეტინგული გეგმის განხორციელების მიზნით;
** მარკეტინგული კომუნიკაციების მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენების კონტროლი;
** ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის რეკლამირება;
** სარეკლამო კომპანიებთან და ვიპ კლიენტებთან, კომპანიის ოპლ-თან ურთიერთობა.
** მარკეტინგული ხარჯების კონტროლი.

სამუშაო პირობები:

** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
** სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: walmarkgeo@gmail.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე