მულტიმედია რეპორტიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მულტიმედია რეპორტიორი
მომწოდებელი: მთის ამბები
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
ინტერნეტგამოცემა "მთის ამბები" აცხადებს ვაკანსიას მულტიმედია რეპორტიორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
** ახალი ამბების, გრძელვადიანი თემების მოძიება, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად პრიორიტეტული თემებისა და საკითხების შერჩევა;
** წინასწარი დაგეგმვა: სარეზერვო თემების მონიშვნა და განახლება; თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის მაღალმთიან დასახლებებში აქტუალურ საკითხებზე მულტიმედია მასალების მომზადება (გადაღება, მონტაჟი, ტექსტის წერა);

მოთხოვნები:

** მედიაში ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა, ენერგიულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები; ენთუზიაზმი;

ანაზღაურება: 1250-დან 1800 ლარამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსოთ ამ ბმულზე. განაცხადის განხილვისას ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოტივაციო ნაწილი.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy.icn@gmail.com

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი. შერჩეულ პირებს, გასაუბრებაზე მოწვევის მიზნით, საინფორმაციო ცენტრების ქსელი თავად დაუკავშირდება.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების სააგენტო "რეგინფოს" (http://www.Reginfo.ge), ინტერნეტგამოცემა "მთის ამბებს" (http://www.Mtisambebi.ge), თბილისში მდებარე მულტიმედია სტუდიას, კახეთის საინფორმაციო ცენტრს და პანკისის სათემო რადიოს (http://www.Radioway.ge).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე