სასტუმროს ადმინისტრატორი - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი - საირმე
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 10 მარ
კურორტი საირმე აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; ფიდელიო

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სხვადასხვა სამუშაო სმენაში მუშაობის შესაძლებლობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge

შპს "კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე