ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა; 
** მასალების და მომსახურების ფასების მუდმივი კვლევა და განახლება;
** სატენდერო დოკუმენტაციის, კონტრაქტების, ბიუჯეტების,  BOQ –ს და სხვა დოკუმენტაციის მომზადება საჭიროებისამებრ;
** პროექტში განხორციელებული ცვლილებისას შესაბამისი კორექტირების შეტანა ხარჯთაღრიცხვაში;
** სამშენებლო ნორმების და ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, კონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის/სამუშაოების შესრულების ფორმების შესწავლა, კორექტირება და დადასტურება; 
** გარანტიებისა კონტროლი და მართვა;
** VO-ს (Variation Order) შეფასება, შეთანხმება და გაცემა;
** VO-სთან (Variation Order) მიმართებაში   გადახდების კონტროლი და აღრიცხვა;
** დამკვეთთან და სხვა სამშენებლო პროცესში ჩართულ მხარეებთან  ობიექტის მენეჯერებთან, პროექტების მენეჯერებთან და ინჟინრებთან კომუნიკაცია;
** ხარჯების შესახებ ანგარიშის მომზადება და განახლება ყოველთვიური პროექტის რეპორტისთვის;  
** თანამშრომლის კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ფუნქციების შესრულება.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხართაღმრიცხველის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; სასურველია MS Project-ის ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საჭირო თვისებები: აკურატულობა, პუნქტუალობა,  დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2019 წლის 8 მარტისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე