შპს "სერვის1" აცხადებს კონკურსს ვაკანტურ პოზიციაზე - უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია და სურს განვითარდეს პროფესიონალ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები: უსაფრთხოების სისტემების: სიგნალიზაციის, ვიდეო საკონტროლო, სახანძრო სიგნალიზაციის, დაშვების სისტემის გამართვა, მომსახურება. ზოგადად შენობის სუსტი დენების ქსელების მოწყობა: ელექტროობა, კომპიუტერული ქსელი, ტელეფონია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სასურველია ტექნიკური განათლება;
** ელექტრობის სისტემების მინიმალური ცოდნა;
** ნახაზების წაკითხვა/გარჩევა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია CAD პროექტირების ცოდნა;
** სასურველია უსაფრთხოების სისტემების მოწყობაში მუშაობის გამოცდილება;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ტექნიკური აზროვნება;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: merab@service1.ge არაუგვიანეს 5 მარტისა და სათაურის ველში მიუთითოთ: "უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი".
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კომპანიაში 1 წლის განმავლობაში.
მადლობა დაინტერესებისთვის და ჩვენი კომპანია გისურვებთ წარმატებას! |