ინოვაციური პროექტების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინოვაციური პროექტების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
"გეფა" აცხადებს ვაკანსიას ინოვაციური პროექტების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კონტრაქტული წარმოებისა და ინოვაციური პროექტების განყოფილებაში

სამუშაო აღწერილობა:

** ახალი პროექტების მოძიება, კომპანიის პოზიციის გამყარება ბაზარზე
** პოტენციური და სტრატეგიული კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და პორტფელის განვითარება
** ფარმაცევტულ ინდუსტრიაში არსებულ კონფერენციებში მონაწილეობა, საბაზრო ტენდენციებზე ინფორმაციის ფლობა. ამ ტენდენციებს შესაბამისი მომსახურების და/ან პროდუქტის განსაზღვრა, შექმნა და განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი მარკეტინგული არხების გამოყენება
** თანამშრომელთა გუნდის ხელმძღვანელობა და მათ პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა
** მონაწილეობის მიიღება სამოტივაციო მექანიზმების დახვეწაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მარკეტინგის და/ან გაყიდვების მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე