საინფორმაციო ოფიცერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საინფორმაციო ოფიცერი - მარნეული
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მარნეული
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 100 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 22 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია!

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ფილიალში შემოსული კლიენტების მიღება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
** კლიენტთა მისაღებ სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა;
** საოფისე საქმიანობაში დახმარება;

"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:

** ორგანიზებული, მიზანდასახული და ენერგიული;
** კომუნიკაციის უნარის მქონე;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 21 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/2v0r92TImJQnvsRN2

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე