ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ნეოფარმ+
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
კომპანია "ნეოფარმი+" დაარსდა 2007 წელს, რათა მოეხდინა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისთვის. ეს არის გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და საწარმოო მიმართულებით. იგი აფართოებს და ზრდის აქტივობის არეალს ყოველდღიურად. მისი სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორიცაა: გორი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. "ნეოფარმი+" მუდმივად ახდენს საკუთარი სააფთოაქო ქსელის განვითარებას, რაც აისახება უცხოური, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ბრენდების მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობაში, იმპორტის განხორციელების კუთხით.

შპს "ნეოფარმ+" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული 24 საათიანი მორიგეობა 3 დღეში ერთხელ
ხელფასი: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი სწრაფი მომსახურების გაწევა;
** რეცეპტის გაცნობა/შესაბამისი ფარმაცევტული კონსულტირება;
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო განათლება;
** სასურველია ფარმაცევტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (თუმცა, თუ არ გაქვთ აღნიშნულ სფეროში გამოცდილება, კომპანია გაგატარებთ ანაზღაურებად სტაჟირებას);
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** სანდოობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერითი);
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული;
** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთოთოთ პოზიციის დასახელება - "ფარმაცევტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე