კომუნიკაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: Hotel Hub
გამოქვეყნდა: 7 თებ / განახლდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
"Hotel Hub" არის სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა. სრულიად ინოვაციური პროექტი ქართული ტურიზმის, კერძოდ კი ჰოსფითალითი ინდუსტრიაში. "Hotel Hub" მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 100+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში. ჩვენი ფილოსოფია მარტივია - ჩვენ გვიყვარს საკუთარი საქმე. ჩვენ ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს ჩვენს სტუმრებს.

ღია პოზიცია: კომუნიკაციის მენეჯერი

სამუშაოს აღწერილობა:

** საზღვარგარეთ კომპანიის მიმდინარე და პოტენციურ პარტნიორებთან მუდმივი კოორდინაცია ციფრული და სატელეკომუნიკაციო არხების საშუალებით;
** პარტნიორებისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, კომპანიის შეთავაზების შესახებ;
** პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა;
** მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ფორმატში მოყვანა და შესაბამისი პირისთვის დელეგირება, ვინც უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას;

ვის ვეძებთ ჩვენ:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 0-1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულები;
** უპირატესობად ჩაითვლება სატელეფონო, ან ციფრული საშუალებებით განხორციელებული დისტანციური გაყიდვების გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** მიზანსა და შედეგზე ორიენტირებული;
** აქტიური და ენერგიული;
** სხარტი და მოტივირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მოთამაშე;
** კომუნიკაბელური და პოზიტიური;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
** სასიამოვნო და მყუდრო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამითა და საკომუნიკაციო ხარჯების უზრუნველყოფით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე