რეკრუტინგისა და ბრენდინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეკრუტინგისა და ბრენდინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას რეკრუტინგისა და ბრენდინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

ძირითადი ფუნქციები:

** შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა
** კანდიდატების მოძიების არხების განვითარებაში მონაწილეობის მიღება
** უმაღლეს სასწავლებლებთან კომუნიკაცია
** დასაქმების ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა
** შიდა ბრენდინგის პროცესებში ჩართულობა და სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა/ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** სხარტი და კომუნიკაბელური
** ორგანიზებულობა
** პროაქტიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 თებერვალი, 2019 წელი

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე