ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის ინფრასტრუქტურული ხარვეზების / პრობლემის აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება;
** ინტერნეტის მუშაობის ხარისხის მონიტორინგი;
** კომპანიის ოფისების VPN-ით დაკავშირება;
** Cisco Router, Switch, WiFi მართვა და მონიტორინგი;
** Cisco NGFW-ის მართვა და მონიტორინგი;
** Cisco VOIP ინფრასტრუქტურის მართვა და მონიტორინგი;
** სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** ქსელის ადმინისტრატორად მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, CCNA ან უფრო მაღალი დონის სერთიფიკატი;
** Cisco ASA, NGFW, Microsoft ან Checkpoint firewall-თან მუშაობის გამოცდილება;
** IPSEC VPN ქსელების კონფიგურირების გამოცდილება;
** სასურველია, "Cisco Call Manager"-ის ადმინისტრირების ცოდნა;
** მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური ტერმინოლოგია).

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური და სწრაფი აზროვნება;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** შესრულების სიზუსტე და სისწრაფე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwaygeorgia.ge 2019 წლის 20 თებერვლამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ქსელის ადმინისტრატორი.

გრინვეი - არა დისკრიმინაციას!

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე