მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო პროგრამაში ასახული სხვადასხვა ანგარიშების ნაშთების კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** საგადასახადო პორტალზე მიღებული და გაცემული მონაცემების შემოწმება;
** საბანკო ოპერაციების წარმოება და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან/დ ბუღალტერიის მიმართულებით;
** აუცილებელია, ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუსაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია, საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია, ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** აუცილებელია MS Excel-ის კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** შესრულების სიზუსტისა და სისწრაფის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwaygeorgia.ge 2019 წლის 20 თებერვლამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - მთავარი ბუღალტერი.

გრინვეი - არა დისკრიმინაციას.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე