რეგიონალური კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონალური კოორდინატორი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 17 თებ
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ძირითადი ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: ფიქრისებული ხელფასი + ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** რეგიონალური ფილიალების დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** რეგიონალური სააგენტო ქსელის განვითარება;
** რეგიონალური ფილიალების მართვა და კოორდინაცია;
** რეგიონალური ფილიალების გამართული ფუნქციონირების და გაყიდვების გეგმების შესრულების მხარდაჭერა;
** დაქვემდებარებული ფილიალების გაყიდვების გეგმების შემუშავებაში ჩართულობა;
** მიმდინარე შესრულებების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** გაყიდვების არხებისა და მეთოდოლოგიების მუდმივი განვითარება;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების პერმანენტული შესწავლა და ანალიზი;
** დაქვემდებარებული ფილიალების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა

ასევე, შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ლიდერობა და მიზანსწრაფულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი;
** კოლეგიალურობა;
** ანალიტიკური უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 17 თებერვალი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე