სამორინეს კრუპიე/დილერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამორინეს კრუპიე/დილერი - ქუთაისი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამორინეს კრუპიეს/დილერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კაზინოში მიმდინარე თამაშის წესებისა და თითოეული თამაშის პროცესის წარმართვის პროცედურების ცოდნა
** მომხმარებელთა თავაზიანი მომსახურება სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად
** თამაშის მიმდინარეობისას ტექნიკური გამართულობის კონტროლი
** პასუხისმგებლობა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე
** სამუშაო სივრცის მოწესრიგებულად შენარჩუნება
** ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** აზარტული თამაშების საბაზისო დონეზე ცოდნა
** დილერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მომხმარებელთა ეფექტური, თავაზიანი და სწრაფი მომსახურება
** კომუნიკაბელურობა
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** სწრაფად ადაპტირების უნარი
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: staffrecruitmentgeo@gmail.com არაუგვიანეს 2019 წლის 6 მარტისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: გამოცდილ კანდიდატებთან ერთად განიხილებიან გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც, რომელთა გადამზადებას უზრუნველყოფს კომპანია. შერჩეული და მოტივირებული კადრები მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან პრაქტიკული ტრეინინგების გავლის შემდეგ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე