ზეინკალი - პოლონეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ზეინკალი - პოლონეთი
მომწოდებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია" (IOM) ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთში. IOM ეხმარება შერჩეულ კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში და სამუშაო ვიზის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სავიზო მოსაკრებელი - 60 ევრო, სამოგზაურო-სამედიცინო დაზღვევა - 30 ლარი, სამგზავრო ბილეთი ერთი მიმართულებით - დაახ. 200-400 ლარი, ასევე სარეზერვო თანხა - 400 ევრო) ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი. განცხადებაში ასახულია დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დასაქმების დამატებითი დეტალები ზუსტდება დამსაქმებელთან გასაუბრებით.

ვაკანსია:  ზეინკალი
სამუშაო ადგილი:  იელჩ-ლასკოვიცე, პოლონეთი

სამუშაოს აღწერა:

** საზეინკლო სამუშაოების შესრულება;
** ელემენტების მონტაჟი;
** სპეციალურ ფორმებში ელემენტების განთავსება და მონტაჟი;
** ელემენტების გაპრიალება.
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვა (სასურველია).

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი).

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნა: უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი, ქრონიკული დაავადებების გარეშე.

სამუშაო პირობები :

** სამუშაო რეჟიმი: კვირაში - 5 დღე; დღეში - 8 საათი (8 საათი მუშაობა გარანტირებულია. შესაძლებელია დამატებით საათებში მუშაობა დამკვეთის შეკვეთების მიხედვით).
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა (შესაძლებელია დამატებით მუშაობა).
** სამუშაოს ცვლიანობა: 2 ცვლა.

ხელფასი:

ხელზე ასაღები - 13,50 ზლოტი (დაახლოებით 3,50 აშშ დოლარი) საათში, კვალიფიკაციის გათვალისწინებით შემდგომი ზრდის პერსპექტივით (რვა საათიანი მუშაობის პირობებში, თვეში დაახლოებით 600 აშშ დოლარი).

საზეგანაკვეთო მუშაობა ანაზღაურდება ჩვეულებრივი ტარიფით.

ხელფასის გადახდა: თვეში ერთხელ, სამუშაო თვის დადგენილ დროს, დამსაქმებელთან თარიღის შეთანხმების მიხედვით. ხელფასი ირიცხება საბანკო ბარათზე.

სამუშაო ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე, შემდგომში გაგრძელების პერსპექტივით 2 წლამდე და მეტი ხანგრძლივობით.
გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირა.

სოციალური პირობები:

** საცხოვრებლით უზრუნველყოფა: საცხოვრებელი (ელჩ-ლასკოვიცეში ან ოლავეში).  ქირა 500 პოლონური ზლოტი თვეში. ქირას იხდის მომუშავე.   
** ტრანსპორტირება სამუშაოზე და საცხოვრებლამდე უზრუნველყოფილია დამსაქმებლის მიერ (მომუშავესათვის უფასოა)
** სამედიცინო დაზღვევა: გათვალისწინებულია სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევაში ჩართვა.

მომუშავისადმი წაყენებული მოთხოვნები:

** ასაკი: არა აქვს მნიშვნელობა.
** სქესი: არა აქვს მნიშვნელობა.
** უცხო ენა: რუსული ან ინგლისური. პოლონურის ცოდნა ძალზედ მისასალმებელია.

გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოთი, ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: tantadze@iom.int

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამუშაო დღეებში, 9-დან 17 საათამდე, შემდეგ ტელეფონზე: 577 434644.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე