სწრაფი კვების რესტორნის სერვისის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სწრაფი კვების რესტორნის სერვისის კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას სწრაფი კვების რესტორნის სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე.

სერვისის კონსულტანტი ესაჭიროება სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ბრენდის "SURF"N"FRIES"-ს (http://surfnfries.com/) ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** რესტორნის მენიუში არსებული კერძების მომზადება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** რესტორნის ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია კვების ობიექტში კონსულტანტად/მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** სწრაფი კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ემოციური მდგრადობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 7 საათიანი ცვლა: 09:00-16:00, ან 16:00-11:00;
** სამუშაო დღეები: ყოველდღე, კვირაში 1 დღე დასვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 500 ლარი + ბონუსი.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, თავისუფლების მოედანი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სწრაფი კვების რესტორნის სერვისის კონსულტანტი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995 555; +995 322 880 107.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე