სწრაფი კვების რესტორნის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სწრაფი კვების რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას სწრაფი კვების რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

მენეჯერი ესაჭიროება სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ბრენდის "SURF"N"FRIES"-ს (http://surfnfries.com/) ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის პერსონალის ხელმძღვანელობა;
** საწყობის მარაგის კონტროლი;
** მომხმარებელთან ურთიერთობა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** რესტორნის ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია კვების ობიექტში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** სწრაფი კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ემოციური მდგრადობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 8 საათიანი ცვლა;
** სამუშაო დღეები: ყოველდღე, კვირაში 1 დღე დასვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 700 ლარი + ბონუსი.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, თავისუფლების მოედანი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სწრაფი კვების ობიექტის მენეჯერი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995 555; +995 322 880 107.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე