ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: www.gigant.ge
გამოქვეყნდა: 7 თებ / განახლდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
კომპანია "Gigant.ge" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება
** საიტისათვის სხვადასხვა ბლოგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით (ვებ გვერდი, Google, სოციალური მედია არხები, Youtube)
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება
** ახალი საკომუნიკაციო არხების მოძიება და ინოვაციების დანერგვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიური მიმართულებით მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება
** სასურველია კონტენტ მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ვებ ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
** სოციალური მედიის ინსტრუმენტების, საოფისე პროგრამების, ინტერნეტის საფუძვლიანი ცოდნა
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად წერის/კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზების კარგი უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის კარგი უნარი

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, კვირაში 2-3 დღე; 11:00-17:00
საკომპენსაციო პაკეტი სრულად დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარ-ჩვევებზე

თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: vacancy@gigant.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე