საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: FitPass
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 10 მარ
"FitPass" სპორტის, დასვენებისა და განტვირთვისთვის შექმნილი პროექტია. მისი დახმარებით, ერთი ბარათის (აბონემენტის) მფლობელს ერთდროულად უამრავი სპორტული დაწესებულების სერვისების გამოყენება შეუძლია.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო სამუშაო პროცესს
** ახალგაზრდა და განვითარებაზე ორიენტირებულ საერთაშორისო ჯგუფში მუშაობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური საოფისე საქმიანობის მართვა და ორგანიზება
** კომპანიის პროცესების დაგეგმვა, მონიტორინგი და რეპორტინგი
** ეფექტური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება, სტანდარტების დანერგვა
** კონტენტ მენეჯმენტი
** საბუთების დახარისხება, არქივის წარმოება
** საორგანიზაციო საკითხების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ლიდერობის უნარ-ჩვევები
** კომუნიკაბელურობა
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info@fitpass.ge არაუგვიანეს 2019 წლის 10 მარტამდე. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე