სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროსი ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროსი ექიმი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი"  აცხადებს  სასწრაფო სამედიცინო დახმარების   უმცროსი ექიმის  ვაკანსიას თბილისში   

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:     სამედიცინო კორპორაცია ევექსის სამედიცინო პუნქტი თბილისის აეროპორტში - TAV    
სამუშო გრაფიკი:      ყოველ მეოთხე დღეს 24 საათიანი მორიგეობა

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მართვაში მონაწილეობის მიღება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის  წარმოება, დადგენილი წესების შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამკურნალო საქმის სპეციალობით; 
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:     20 თებერვალი 2019    

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@evex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების   უმცროსი ექიმი"

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი"   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე