ოფისის მენეჯმენტის პრაქტიკული კურსი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯმენტის პრაქტიკული კურსი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აცხადებს მიღებას ოფისის მენეჯმენტის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსზე.

კურსი მიზნად ისახავს მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის შესწავლას და მის საფუძველზე შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. დღესდღეობით წარმოუდგენელია ორგანიზაციის წარმატების მიღწევა კარგი მენეჯმენტის გარეშე, ევროპული ცენტრი კი გთავაზობთ კურსებს, სადაც თავმოყრილია ყველა ის საიდუმლო ტექნოლოგია და ნიუანსი, რომელიც გვხვდება მხოლოდ პრაქტიკულ საქმიანობაში.

კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს ორგანიზაციაში ოფისის მენეჯერად და სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია ან სურვილი აქვს იმუშაოს ორგანიზაციაში აღნიშნულ პოზიციაზე.

პროგრამა მოიცავს:

** ოფისის მენეჯმენტის მიზნები და არსი; მისი ძირითადი ფუნქციები და ოფის-მენეჯერის ადგილი ორგანიზაციის სტრუქტურაში;
** სამუშაოს დაგეგმვა, დროის სწორედ განაწილება და პრიორიტეტების მიხედვით საქმის დაგეგმვა-შესრულება;
** წარმატებული შიდა და გარე კომუნიკაცია;
** დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზება, საბუთების წარმოება, ფინანსური მენეჯმენტი;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება (მოლაპარაკებები,პრეზენტაციები, მივლინებები, სტუმრების მიღება);
** პირადი ასისტენტის ფუნქციები;
** სამეურნეო საქმე;
** სარეკლამო საქმე - მარკეტინგის და პიარ ინსტრუმენტების გამოყენება.
** სწავლების მეთოდები: ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობები, სიმულაციები, პრეზენტაციები, დისკუსიები, ჯგუფური პროექტები.

პროგრამის ხანგძლივობა: 2 თვე;
კურსის ღირებულება: 400 ლარი.
ტრენინგს ჩაატერებს ბანკების ასოციაციის მენეჯერი, საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ტრენერი.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ "ევროპის აკადემიური ცნეტრის" ორენოვან სერტიფიკატებს.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://bit.ly/2HTSAxr

დაგვიკავშირდით:

ქ.თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის 1 სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 599 334700

ქ. ბათუმი ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე